თბილისში გასულ ღამეს ტრანსგენდერ ქალს დაესხნენ თავს

გასულ ღამეს თავს დაესხნენ ტრანსგენდერ ქალს, ნატა ტალიკიშვილს. მას უცნობმა პირმა თავში აგური ჩაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ტალიკიშვილი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ ის უკვე გამოკითხა.

შემთხვევა ორთაჭალის ავტოსადგურთან მოხდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები