გერმანიაში ისრაელის საელჩოზე თავდასხმის მცდელობისთვის ეჭვმიტანილი დააკავეს

გერმანიაში ისრაელის საელჩოზე თავდასხმის მცდელობისთვის ეჭვმიტანილი დაკავებულია. ფედერალური პროკურატურის ცნობით, ლიბიის მოქალაქე ბერნაუში, ბერლინთან ახლოს დააკავეს.

მამაკაცი ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს” იდეოლოგიის მხარდამჭერი იყო და 2024 წლის ოქტომბრიდან ისრაელის საელჩოზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმას გეგმავდა.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა ებრაული და ისრაელის ინსტიტუტების დაცვას ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ და წერილობით განცხადებაში თქვა, რომ სამინისტრო უდიდესი სიფხიზლითა და ყურადღებით მოქმედებს, ისლამისტური და ანტისემიტური საფრთხის მაღალი დონის გათვალისწინებით.

ბრალდებულის წინააღმდეგ სასამართლოში წარდგენამდე წინასწარი პატიმრობის ორდერი გაიცა.

მსგავსი თემები