გასულ ღამეს, თბილისში ე.წ. ,,მალაკნებზე” ახალგაზრდა კაცი მოკლეს. თვითმხილველების თქმით, კაცს ჯერ მანქანით დაეჯახნენ, რასაც შელაპარაკება და ჩხუბი მოჰყვა, შემდეგ კი, მანქანიდან გადმოსულმა ერთმა ადამიანმს ცეცხლსასროლი იარაღიდან 4-ჯერ გაისროლა. ცნობილია, რომ ახალგაზრდა კაცი ადგილზე დაიღუპა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, კონფლიქტის მიზეზი აღებული ვალი იყო. ინციდენტს 10-მდე მონაწილე ჰყავს. წინასწარი ინფორმაციით საქმეზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.