თბილისში, თავისუფლების მოედანზე მარში დასრულდა. ათასობით შეკრებილ მოქალაქეს მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა,სალომე ზურაბიშვილმა. სიტყვით გამოვიდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მათი თქმით, საქართველოს მომავალი არის ევროპაში.
მასშტაბური გამოსვლა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ დაგეგმა.