მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმი ძალაში შესულად გამოცხადდა. ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ წინასწარი მონაცემებით, 18:00 საათისთვის რეფერენდუმში ამომრჩეველთა 42,44 პროცენტი მონაწილეობდა. რეფერენდუმი ჩატარებულად რომ ჩათვლილიყო, 33%-იანი აქტივობა მაინც უნდა დაფიქსირებულიყო.
საკონსტიტუციო რეფერენდუმზე მოქალაქეებმა უნდა უპასუხონ კითხვას: „უჭერთ თუ არა მხარს კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“. ამომრჩეველს პასუხის ორი ვარიანტი აქვს – „დიახ“ და „არა“.
პარალელურად, მოლდოვაში იმართება საპრეზიდენტო არჩევნები.