“ქაჯებს“ როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება შესაბამის პასუხს გასცემს”- კალაძე მარშს გამოეხმაურა

“სულ ასეთი გამარჯვებულები იყვნენ ქვეყნის მტრები, აგენტები და მოღალატეები – ასეთ ადამიანს, „ქაჯებს“ როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება შესაბამის პასუხს გასცემს” – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მარშს სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ და პრეზიდენტის განცხადებას, რომ „საქართველო და მისი მომავალი გამარჯვებულია“.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა ყველაფერი ფეხ-ქვეშ გათელა, მათ შორის კანონები და კონსტიტუცია.

„როგორი გამარჯვებაც არის, სულ ასეთი გამარჯვებულები იყვნენ ქვეყნის მტრები, აგენტები და მოღალატეები. ყველას აქვს თავისი შეხედულება და უფლება გამოვიდეს, შეიკრიბოს. ადრე იყო შეზღუდული და ცდილობდნენ განსხვავებული მოსაზრება ჩაეხშოთ. დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაა. დემოკრატიულად ვითარდება ქვეყანა.

ამ ყველაფერს, ვერც ზურაბიშვილი და ვერც აღნიშნული მარშები ვერ შეაჩერებს, ქვეყანაში მშვიდობა გვექნება, რაც არ უნდა აგენტები და მოღალატეები შეიკრიბონ, ვისაც სურვილი აქვს რომ მეორე ფრონტი გაიხსნას და ის მდგომარეობა გვქონდეს, რაც სამწუხაროდ, უკრაინაშია, ეს არ მოხდება”- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები