“ის საქართველო, რომელიც დღეს ჩემს წინ დგას, თავისუფალი საქართველოა. აქ არავინ არ არის ძალით მოსული”- პრეზიდენტი

“ის საქართველო, რომელიც დღეს ჩემს წინ დგას, თავისუფალი საქართველოა “-განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მარშზე.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს აქციაზე ის ქართველები არიან, რომლებიც მშვიდობიანად და ღირსეულად შევლენ ევროპაში.

„დიდი სიყვარულით და ემოციით მინდა მოგესალმოთ. დღეს არის ერთ-ერთი ისეთი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც დასამახსოვრებელი იქნება ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა – გაბრიელი. ალბათ, ყველაფერი ნიშანია იმისა, რომ ახალი მომავალი და ახალი საქართველო მოდის. ის საქართველო, რომელიც დღეს ჩემს წინ დგას, თავისუფალი საქართველოა. აქ არავინ არ არის ძალით მოსული, არავინ არ არის მოსული იმიტომ რომ უთხრეს:„თუ არადა სამსახურს დაკარგავო“. არცერთი სტუდენტი არ არის მოსული, იმიტომ რომ უთხრეს: „თუ არადა სტიპენდია არ გექნება“- განაცხადა პრეზიდენტმა.

 

“მაია, დღეს იმედი მაქვს, შენი გამარჯვების გამარჯვების დღე იქნება”- სალომე ზურაბიშვილი მაია სანდუს მიმართავს

მსგავსი თემები