“მინდა მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის,იქნება გამარჯვებული და ერთად შევალთ ევროპაში”- ზურაბიშვილი

„მინდა მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის და ვუთხრა, რომ ვიცით, რომ იბრძვის ჩვენთვის და იქნება გამარჯვებული“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინა და საქართველო ევროპაში ერთად შევლენ.

“მინდა მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის და ვუთხრა, რომ ვიცით, რომ იბრძვის ჩვენთვის და იქნება გამარჯვებული და ერთად შევალთ ევროპაში.  მინდა მივმართო ჩვენს პარტნიორებს – ევროპელებს თუ ამერიკელებს და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და ისეთი მოკავშირე, რომელიც არც დაესიზმრებათ, როცა შევალთ ევროპაში და შევალთ ევროპაში” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

“ჩვენ ვიქნებით ისეთი მოკავშირე, რომელიც არც დაესიზმრებათ ევროპელ თუ ამერიკელ პარტნიორებს”- პრეზიდენტი

მსგავსი თემები