„ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა,  გაბრიელი“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტრიბუნასთან ავიდა და აქციის მონაწილეებს მიმართავს.

„მინდა მოგესალმოთ ამ საღამოს. დღეს არის ერთ-ერთი ისეთი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც იქნება დასამახსოვრებელი ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა, გაბრიელი“ – განაცხადა პრეზიდენტმა, რომელსაც გაბრიელის ხსენებაზე სიტყვა გააწყვეტინეს და გაისმა შეძახილი „გილოცავთ“…. „გილოცავთ“… „გილოცავთ“…..

„და ალბათ ყველაფერი არის ნიშანი ამ ცხოვრებაში, ნიშანი იმისა, რომ მოდის ახალი მომავალი, მოდის ახალი საქართველო. ის საქართველო რომელიც დღეს დგას ჩემს წინ, არის თავისუფალი საქართველო, აქ არავინ არის ძალით მოსული, რომ უთხრეს თუ არ მოხვალ სამსახურს დაკარგავ…. არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება“ – განაცხადა რეზიდენტმა „თავისუფლების მარშზე“.

 

მსგავსი თემები