თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის, სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ აქციის მონაწილეებმა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი შეასრულეს.
“ჰიმნი შეგვესრულებინოს ყოველთვის გამარჯვებისთვის და გამარჯვების შემდეგ“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც ჰიმნი აქცია-კონცერტზე შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად შეასრულა.