თავისუფლების მოედანზე მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები შეიკრიბნენ

მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციიდან თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ევოკავშირის მხარდამჭერი ლოზუნგები და პლაკატები აქვთ.

მარშის შემაჯამებელი ღონისძიება სწორედ თავისუფლების მოედანზე შედგება. თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია კონცერტიც, რომელში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები: ჯგუფი „ყველა“, LOUDSPEAKERS, ნიაზ დიასამიძე, „გამოუვალი მდგომარეობა“, ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე, ნინო ქათამაძე, ჯგუფი „ინსაითი“ და ნიკოლოზ რაჭველი. კონცერტი თავისუფლების მოედანზე, 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი თემები