“თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, დავანახოთ მთელ დასავლურ ცივილიზაციას, რომელიც გვადევნებს თვალს, რომ ქართველი ხალხი არის ერთგული საქართველოს ევროპული გზის”- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს დღევანდელ მარშზე განუცხადა.
„ოფიციალურად ვიცით, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული და ეს ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის, რომლის დაკვეთაც იყო დღევანდელი მარში, დღევანდელი მსვლელობა, რომ დავანახოთ კიდევ ერთხელ მთელ დასავლურ ცივილიზაციას, რომელიც გვადევნებს თვალს და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რა არის ქართველი ხალხის სათქმელი და არჩევანი, ქართველი ხალხი არის ერთგული საქართველოს ევროპული გზის და რომ ჩვენს მომავალს ვხედავთ ევროკავშირში იმ ქვეყნებთან ერთად, რომელთანაც გვაერთიანებს ღირებულებებითი ერთობა“- აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.