“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – თბილისში მიმდინარე ევროპულ მარშს ბაიკერები შეუერთდნენ. ბაიკერები სიგნალებით, თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.
მარში თბილისში, 5 ლოკაციიდან დაიწყო. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე, 300 არაგველის ობელისკთან, ამაღლების ქუჩაზე, გმირთა მოედანსა და რესბუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ახლა მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.
თავისუფლების მოედანზე, 19:00 საათზე, დაგეგმილია აქცია-კონცერტი. ცნობილია, რომ აქციას პრეზიდენტიც შეუერთდება.