“ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის ხალხის ხმა,უკვე მიხვდნენ, რამდენად არის მათი საქმე წასული”- ოთარ ზურაბიშვილი

“რაც არ უნდა გააკეთონ და რა სიძნელე და დაბრკოლებებიც არ უნდა იყოს მათგან, მაინც გადავლახავთ არჩევნებამდე – ჩვენი გზა ღიაა – მივდივართ ევროპისკენ” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილმა მარშის სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაწყებამდე განაცხადა.

მისი განმარტებით, მარში ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოში მყოფი მოქალაქეებისთვის, არამედ ემიგრანტებისთვისაც. კითხვაზე რამდენად გაიგებს ხელისუფლება ქართველი ხალხის ხმას, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ხელისუფლებას მოქალაქეების ხმა ძალიან კარგად ესმის.

„ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის [ხალხის ხმა] და ვფიქრობ, უკვე მიხვდნენ, რამდენად არის მათი საქმე წასული. ძალიან კარგად მიხვდნენ, მაშინ როდესაც უცხოეთში ასეთი მოძრაობაა – მაგალითად, ვიცით, რომ უცხოეთში დაახლოებით, 100 ათასობით ახალი ადამიანები ჩაეწერნენ სიებში. რაც არ უნდა გააკეთონ და რა სიძნელე და დაბრკოლებებიც არ უნდა იყოს მათგან, მაინც გადავლახავთ არჩევნებამდე. ჩვენი გზა ღიაა – მივდივართ ევროპისკენ“- განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები