თბილისში ევროპული არჩევანის მხარდამჭერი მარში მიმდინარეობს. დედაქალაქის ორივე სანაპირო გადაიკეტა. “საქართველო ირჩევს ევროკავშირს!” – მარშის მონაწილეები რამდენიმე ადგილიდან დაიძრნენ. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გმირთა მოედანზე განაცხადა, რომ ეს არის გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხისგან.
„ეს არის ბოლო გაფრთხილება ივანიშვილისთვის ქართველი ხალხისგან, რომ ქართველი ხალხი არ დათმობს ევროპულ მომავალს. ივანიშვილმა კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს ჩვენი ხმა. ჩვენ ახლა შეკრებილები ვართ გმირთ მოედანზე, აქედან დავიძვრებით თავისუფლების მოედნისკენ. არის სულ ხუთი ლოკაცია და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება და თავისუფლების მოედანზე ჩვენ ვიქნებით ძალიან ბევრნი, რომ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიგოს ქართველი ხალხის ხმა, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპული არჩევანი, რომ ჩვენ ერთიანობით ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, უარს ვამბობთ საერთაშორისო იზოლაციაზე და იმ სიღატაკეზე, რაც საერთაშორისო იზოლაციას მოაქვს“- აღნიშნა მან.