აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა დაემუქრა, რომ თუ უკრაინაში შეიჭრებოდა, მოსკოვის ცენტრს დაარტყამდა.
„ვუთხარი: მოსკოვის შუაგულში დაგარტყამ. ჩვენ მეგობრები ვართ, არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ არჩევანი არ მაქვს, არანაირი“ – აღნიშნა ტრამპმა.