მარშის “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” მონაწილეები თბილისში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან. მარშიც მონაწილეთა ნაწილმა შეკრება უკვე დაიწყო გმირთა მოედანზე. შეკრების პარალელურად, გმირთა მოედანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც არიან მობილიზებული.
ასევე, მარშის მონაწილეებს 17:00 საათზე, პარტია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ლიდერები შეუერთდებიან, რომლებიც შემდეგ თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით გადაინაცვლებენ, სადაც უკვე მოწყობილია სცენა. ორგანიზატორების ინფორმაციით, იგეგმება სიტყვით გამოსვლები, არსებული ინფორმაციით, შეკრებილებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი.