ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე კლდის მასივის ჩამოშლის გამო დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკის მობილიზება და გაწმენდითი სამუშაოები უმოკლეს პერიოდში დაიწყება.

მსგავსი თემები