კატაფალკიდან მიცვალებული გადმოუვარდათ-დამკრძალავმა ბიურომ ბოდიში საჯაროდ მოიხადა

პოლონეთში, სტალევა-ვოლაში, დამკრძალავი ბიუროს კატაფალკიდან მიცვალებული გადმოუვარდათ. ინციდენტის გამო, ბიურო “ჰადესმა” საჯარო ბოდიში მოიხადა.  მედიის ინფორმაციით, დამკრძალავი ბიუროს კატაფალკი ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებოდა, როდესაც ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის გამო, მიცვალებული საავტომობილო გზაზე, ქვეითთა გადასასვლელ ბილიკზე გადავარდა.

ადამიანს  რომელიც კატაფალკს ავტომობილით უკან მიჰყვებოდა, ეგონა, რომ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა პოლონურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა.

მსგავსი თემები