“დღეს, 19:00 საათზე, მარშის მონაწილეებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მიმართავენ – მაღალი ალბათობით მარშის მონაწილეებს პრეზიდენტიც მიმართავს”- ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ დღეს დაგეგმილ მარშზე საუბრისას განაცხადა.
ლომჯარიას თქმით, სცენა თავისუფლების მოედანზე იქნება მოწყობილი.
„მარში, მსვლელობები 5 ლოკაციიდან,17:00 საათზე დაიწყება თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კოალიცია „ჩემი ხმა ევროკავშირს“ რესპუბლიკის მოედნიდან დავიძვრებით, 19:00 საათზე დასრულდება მსვლელობა და თავისუფლების მოედანზე დაგვხვდება სცენა, სადაც დაიწყება შესაბამისი პროგრამა”- განაცხადა ლომჯარიამ.