“აქცია, რომელიც დააანონსა დღეს ლგბტ და რადიკალურმა ოპოზიციამ, პრინციპში, სიმბოლურია” – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ოპოზიციის და არასამთავრობოების მიერ დაგეგმილი მარში.
ირაკლი ზარქუას განცხადებით, თუ ის პატიოსანი მოქალაქეები, ვინც „შეცდომაში არიან შეყვანილი, თანახმა არიან ლგბტ აქტივისტების პროპაგანდა იყოს დღის წესრიგში“, მაშინ, მათ შეუძლიათ დღევანდელ მარშს შეუერთდნენ.
„მგონია, რომ დღეს ვინც ლგბტ პროპაგანდის მომხრეა, ისინი ყველანი „როთები“ არიან, ჰოდა, დღეს შეკრებაა. მე უბრალოდ, მივმართავ ყველა პატიოსან მოქალაქეს, ვინც შეცდომაშია შეყვანილი: იცით, რომ ამ „პრაიდის“ გვერდით, ანუ მამათმავლების გვერდით, ანუ ლგბტ საზოგადოების წევრებთან ერთად, თქვენც გეპატიჟებიან, რომ საქართველოს განვითარებაზე და ხვალინდელ დღეზე ისაუბროთ – თქვენ ამას ეთანხმებით? თქვენ მომხრე ხართ, რომ აქ ლესბოსელი, გეი აქტივისტები და მათი პროპაგანდა იყოს დღის წესრიგში? – მაშინ, კი ბატონო, მიბრძანდით“- აღნიშნა ზარქუამ.