ევროპულ მარშს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი დღეს თბილისში დაგეგმილ მარშს ეხმაურება. გერმანელი პოლიტიკოსი ქართველ მეგობრებს მშვიდობიან მსვლელობას უსურვებს.
“ყველა ჩემს ქართველ მეგობარს ვუსურვებ მშვიდობიან მსვლელობას. ნუ შეგეშინდებათ, იყავით ძლიერები და მტკიცე. ცვლილება შესაძლებელია! საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია! საქართველოს მომავალი დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპულია” – წერს როთი.