“კურსკში ფრონტი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ რჩება”- ალექსანდრ სირსკი

რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალები ფრონტის კონტროლს აგრძელებენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კურსკის ოლქში უკრაინელი ჯარისკაცები მამაცურად და ეფექტურად ასრულებენ საბრძოლო მისიებს.

„მტრის ყველა მცდელობის მიუხედავად, აიღონ ინიციატივა, სიტუაცია ჩვენს კონტროლქვეშ რჩება. სიტუაციის შეფასების გათვალისწინებით, მივიღე არაერთი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია მტრის მოქმედებების აღკვეთისა და მისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენებაზე“, – აღნიშნა სირსკიმ.

მსგავსი თემები