საბა ლობჟანიძემ ატლანტა იუნაიტედი პლეი ინში გაიყვანა

საბა ლობჟანიძის ატლანტა იუნაიტედმა MLS-ის რეგულარული სეზონის ბოლო ტურში ორლანდოს სტუმრად 2:1 მოუგო და პლეი ინში ითამაშებს. ლობჟანიძემ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. საბამ მატჩში ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა, სტუმრებმა ტაიმი 2:1 მოიგეს.

ქართველი ფეხბურთელის გუნდს ორი ბურთით დაწინაურების შანსიც ჰქონდა, თუმცა მირანჩუკმა პენალტი ვერ გაიტანა. ატლანტა იუნაიტედმა 2:1 მოიგო, 40 ქულა დააგროვა და რეგულარულ სეზონში მეცხრე ადგილი დაიკავა. საბამ რეგულარული სეზონი 9 გოლით და 6 საგოლე პასით დაასრულა.

 

მსგავსი თემები