აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი კამალა ჰარისი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი განმარტებით, 7 ოქტომბრის თავდასხმის ხელმძღვანელის, „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობა გამოყენებული უნდა იქნეს, როგორც ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. ჰარისმა არსებული გამოწვევების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ გააგრძელებს მუშაობას კონფლიქტის დასრულებაზე.
„რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის და განსაკუთრებით ამ რეგიონის საკითხებს, არასდროსაა აქ საქმე ადვილად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დავნებდებით. ეს ყოველთვის რთული იქნება, მაგრამ ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ“- განაცხადა ჰარისმა.