ფოთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, ეზოები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები. ქალაქის მერიის ინფორმაციით, აქტიურად მუშაობენ სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.
„შექმნილია ჯგუფი, რომელიც ახორციელებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის დათვლას და უმოკლეს პერიოდში გაიცემა კომპენსაციები“ – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.