რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წუხელ ქვეყნის ტერიტორიაზე 110 უკრაინული დრონი გაანადგურეს. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, დრონები განადგურდა კურსკის, ლიპეცკის, ორიოლის, ნიჟნი ნოვგოროდის, ბელგოროდის, ბრიანსკის და მოსკოვის ოლქებში.
„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 110 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“- ნაქვამია სამინისტროს განცხადებაში.