გერმანიამ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

უკრაინამ და გერმანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა გერმანელ კოლეგასთან, ბორის პისტორიუსთან ერთად შესაბამის დოკუმენტს ხელი „დიდი შვიდეულის“ თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე მოაწერა.

დოკუმენტი ითვალისწინებს შეთანხმებებს, რომლითაც ხელმომწერი ქვეყნები შეიტანენ წვლილს ერთობლივ პროექტებში ან დააფინანსებენ საკუთარ პროექტებს, რომლის მიზანი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაა.

უკრაინის გარდა პროექტს კიდევ ხუთი ხელმომწერი ქვეყანა შეუერთდება: გერმანია, ბელგია, ნორვეგია, ნიდერლანდები და დანია.

მსგავსი თემები