ინდოეთში, მდინარე იამუნა, რომელიც ნიუ-დელიში გაედინება, ტოქსიკური თეთრი ქაფით დაიფარა, რაც მოსახლეობას დიდ საფრთხეს უქმნის. ეკოლოგების განმარტებით, კაუსტიკური ქაფი დიდი რაოდენობით ამიაკსა და ფოსფატებს შეიცავს, რაც ჯანმრთელობისთვის უკიდურესად საშიშია, რადგან შესაძლოა, სასუნთქი გზებისა და კანის დაავადებები გამოიწვიოს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ვითარებას აკონტროლებენ და ქაფის გასანეიტრალებელი ღონისძიებები დაწყებული აქვთ.
აღსანიშნავია, რომ ქიმიური დაბინძურების ზონაში 5 ნოემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით ინდური დღესასწაული ჩათხ პუჯა უნდა ჩატარდეს, რომლის ერთ-ერთი ტრადიცია მდინარეში ბანაობას გულისხმობს.