ღაზაში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო იერიშს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ღაზას სექტორის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ქალაქ ბეიტ ლაჰიაზე განხორციელებულ საჰაერო იერიშს სულ მცირე 73 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები. მათივე ცნობით, ათობით ადამიანი დაშავდა, ბევრი კი ისევ ნანგრევების ქვეშ რჩება.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ამოწმებს. მათი მტკიცებით, „ჰამასის“ ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები გადაჭარბებულია და არ ემთხვევა ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

მსგავსი თემები