ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 97-ე კმ-ზე (სოფ. ბოძაური) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 97-ე კმ-ზე (სოფ. ბოძაური) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია” – წერია განცხადებაში.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც მოძრაობა შეიზღული იყო.