„დიდი შვიდეული” მხარს უჭერს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას

„დიდი შვიდეული” მხარს უჭერს უკრაინის ნატო-ს წევრობისკენ შეუქცევად გზას”- ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას “დიდი შვიდეულის” თავდაცვის მინისტრები ნეაპოლში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობენ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მის შეუქცევად გზაზე სრულ ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე, მათ შორის ნატო-ს წევრობამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, მინისტრები აღნიშნავენ თავიანთ მზაობას გააგრძელონ უკრაინის დახმარება, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

მსგავსი თემები