ოთარ კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმში“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა. მან დუბლი შეასრულა და „გრაცერის“ დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა – 5:2.

მიუხედავად საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მძიმე მატჩებისა, 28 წლის ნახევარმცველი გრაცელების ძირითად შემადგენლობაში იყო, 84 წუთი ითამაშა და 8,5 ქულით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

 

მსგავსი თემები