“შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გამიმეორა ქარტიის და სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის ელჩს შეხვდა, რომელმაც გამოხატა მხარდაჭერა ქარტიის და სამოქმედო გეგმის მიმართ. პრეზიდენტის ინფორმაციით, ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ „როგორც კი დაინახავენ საქართველოს მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა“.

„მინდა, გითხრათ, რომ ეს არის ჩემი ძალიან ღრმა თვითდაჯერების მეორე მიზეზი, რომ ჩვენი პარტნიორები დგანან ჩვენს გვერდით. ამის დამადასტურებელია ის ბოლო განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბრიუსელიდან, ევროპული კავშირის საბჭოდან და ასევე, დღეს, მე შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გამიმეორა არა მხოლოდ მხარდაჭერა ამ გზის, ამ ქარტიის და სამოქმედო გეგმის, არამედ გამიმეორა ის, რომ როგორც კი დაინახავენ საქართველოს მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა, რომ ძალიან სწრაფად დაგვაბრუნონ იმ გზაზე, ძალიან სწრაფად აღადგინონ თუნდაც ის დახმარებები, რომელიც დღეს არის გაყინული, მაგრამ ისიც დამიდასტურა, რომ ყველაფერი არის მზად იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ყველაფრის აღდგენა, რათა საქართველომ როგორც ქვეყანამ არაფერი დაკარგოს ამ პერიოდში“ – განაცხადა პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.

“4 პარტიის ჯამი მიგვიყვანს ევროპაში” – პრეზიდენტი ამომრჩევლებს მიმართავს

მსგავსი თემები