“4 პარტიის ჯამი მიგვიყვანს ევროპაში” – პრეზიდენტი ამომრჩევლებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტრის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 4 მთავარი პარტია „ქართული ქარტიის“ ერთგული რჩება.

“ის სულისკვეთება, ის ერთსულოვნება, რაც აუცილებელი არის გამარჯვებისთვის, რაც აუცილებელია ევროპაში დაბრუნებისთვის  არსებობს, ამ ქვეყანაში. ის ოთხი, მთავარი პარტია  “ქართულ ქარტიის” ერთგული რჩება, იმ ქარტიის, რომელმაც უნდა დაგვაბრუნოს ევროპაში”- განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განმარტებით, აღნიშნული პარტიების ხმათა ჯამი „ევროპაში მიგვიყვანს“.

“ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ საქართველოს ერთადერთი გზა, ალტერნატივა არის ევროპა, აძლევს საშუალებას, თვითონ, თავისი გემოვნებით აირჩიოს, რომელი უფრო ახლოსაა მის სურვილებთან. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ხმა, რომელიც მიცემული იქნება ამ რომელიმე 4 პარტიისთვის, მიგვიყვანს ევროპაში, ამ ხმების ჯამი მიგვიყვანს ევროპაში”- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ხვალ, საყოველთაო მარშს შეუერთდება

 

მსგავსი თემები