გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. სტამბულში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა შოლცს განუცხადა, რომ თურქეთს სურს თანამშრომლობის გაძლიერება გერმანიასთან თავდაცვის მრეწველობის პროდუქტების შეძენის კუთხით.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარა და ბერლინი ვალდებულებას იღებენ ებრძოლონ ტერორისტულ დაჯგუფებებს, განსაკუთრებით „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ფეთულაჰის მომხრეთა ტერორისტულ ორგანიზაციას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას გერმანიაშიც.
რაც შეეხება ისრაელსა და ღაზაში არსებულ ვითარებას, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს აქვს ექსპანსიონისტური აზროვნება, რაც ნათლად მიუთითებს კონფლიქტის მის ამჟამინდელ საზღვრებს მიღმა გაფართოების განზრახვაზე. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ლიდერების სიკვდილი აღნიშნეს როგორც ისრაელში, ასევე დასავლეთში.