“იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, ქვეყანას უღალატა და საქართველო ომში ჩაითრო”- ბიძინა ივანიშვილი

“იმჟამინდელმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ღირსება წაართვა, ციხე და მართლმსაჯულების სისტემა წამების ინსტრუმენტად აქცია, ხოლო თუკი ვინმეს განსხვავებული პოლიტიკური აზრი ჰქონდა, უკანონო პატიმრობითა და ჯოჯოხეთის გამოტარებით სჯიდა!”- ამის შესახებ „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა  „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მკვლელობა და წამება რომ არ აკმარეს მოსახლეობას, 2008 წელს უარესი ტრაგედიაც დაატრიალეს, ქვეყანას უღალატეს და საქართველო ომში ჩაითრიეს, რასაც დამატებით ტერიტორიების დაკარგვა, ათეულობით ათასი დევნილი, ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ასობით გმირი მებრძოლისა და მშვიდობიანი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. 2012 წლის 1-ელ ოქტომბრის შემდეგ კი, ამ ხალხმა კვლავ გააგრძელა ანტიეროვნული პოლიტიკა და ახლა უკვე საზოგადოების გახლეჩის, არეულობისა და გადატრიალების მოწყობის მუდმივი მცდელობებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით!”-  ივანიშვილი.

მსგავსი თემები