“საფრანგეთი ღიაა უკრაინის ნატო-ში მოწვევის იდეისადმი”- ჟან-ნოელ ბარო

“საფრანგეთი ღიაა უკრაინის ნატო-ში მოწვევის იდეისადმი, ეს საკითხი პარტნიორებთან განიხილება” – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ კიევში უკრაინელ კოლეგა, ანდრეი სიბიგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებისთვის მოწვევას, [საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტმა ამაზე გასულ კვირას პრეზიდენტ ზელენსკის პარიზში ვიზიტის დროს ისაუბრა. ღია ვართ ამისთვის, და ეს არის საკითხი, რომელსაც დღეს ჩვენს ნატო-ელ პარტნიორებთან განვიხილავთ და, რა თქმა უნდა, ამ საუბარში ჩვენი უკრაინელი პარტნიორები მონაწილეობენ” – განაცხადა ბარომ.

მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას „ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამოქალაქო ასპექტებში, სამხედრო და ევროპულ კონტექსტებში”.

 

მსგავსი თემები