“საქართველო ირჩევს ევროკავშირს!” – ხვალ, 20 ოქტომბერს, დედაქალაქში 4 სხვადასხვა ადგილიდან თავისუფლების მოედნამდე საყოველთაო მარში გაიმართება. მარში სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით იმართება.
მარში 17:00 საათზე მარჯანიშვილის მოედნიდან, გმირთა მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან, 300 არაგველის ობელისკიდან (ორთაჭალა) და ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთიდან (მთაწმინდა) დაიწყება. 19:00 საათზე კი ყველა კოლონა თავისუფლების მოედანზე შეიკრიბება.