ჯო ბაიდენი „დიდი ოცეულის“ სამიტის წინ ბრაზილიის პრეზიდენტს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პერუში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ბრაზილიის პრეზიდენტი, ლულა და სილვაც დაესწრება. 16 ან 17 ნოემბერს კი აშშ-ის პრეზიდენტი ბრაზილიის ქალაქ მანაუსს ან ბელენს ეწვევა.
ცნობისთვის, ბრაზილიაში „დიდი ოცეულის“ სამიტი 18-19 ნოემბერს გაიმართება. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, იგი სამიტს არ დაესწრება, რადგან მას „ფორუმის ნორმალური მუშაობის დარღვევა“ არ სურს.