სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოს განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ჯარისკაცების გაგზავნა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ოფიციალური სეული ფხენიანის ამ ქმედებას საფრთხედ აფასებს.
ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ, სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, ომში, შესაძლოა, 10 000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი ჩაერთოს.