„ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება! საქართველოს პრემიერ მინისტრის და „ქართული ოცნების” გუნდის შეთავაზება მიღებულია! პირადად ჩემთვის ეს თანამდებობა მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ტკბობის ან ხიბლის საბაბი” – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის ახლად დანიშნული მინისტრი, თინათინ რუხაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც რუხაძე აღნიშნავს, შეეცდება განვითარებაზე, მომავალზე და შედეგზე ორიენტირებული იყოს.
„ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება! საქართველოს პრემიერ მინისტრის და “ქართული ოცნების” გუნდის შეთავაზება მიღებულია! თითქოს ყურში მესმის რას მეტყოდა დედა, რომელიც სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი და ღვაწლმოსილი ადამიანი იყო; რას მეტყოდა ვიტალი ნოდია, ვისაც ძალიან ვენდობოდი, რას მეტყოდა ყველა ის დიდი ადამიანი, ვინც სიყვარულის გარდა ჩემს პროფესიაში ცოდნა, გამოცდილება და გამბედაობა მომცა, მომცა რწმენა იმისა, რომ ვინც არაფერს აკეთებს, ის შედეგსაც ვერ იღებს! რომ შეფასებას, კრიტიკას, საქმის კეთებას, სხვისი ნაღვაწის დაფასებას ან უკეთესის გაკეთებას ნიჭი და უნარი უნდა!”- აცხადებს რუხაძე.
12აე313შეგახსენებთ, რომ კულტურისა და სპორტის მინისტრად მუსიკოსი, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი, თინათინ რუხაძე გუშინ დაინიშნა. ამ პოსტზე რუხაძე თეა წულიკიანს შეცვლის, რომელიც “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაშია. წულუკიანმა, თანამდებობა, რომელსაც 2021 წლის მარტიდან იკავებდა, 26 სექტემბერს დატოვა.