“გარდაცვლილიც კი იღიმებოდა”- ავტოკატასტროფის დროს დაღუპულ ელენე მეგრელიშვილს ემშვიდობებიან

14 ოქტომბერს, გურჯაანში მომხდარი ავტოკატასტროფის დროს დაღუპული ელენე მეგრელიშვილი დღეს დაკრძალეს. მეგრელიშვილი პოლიტიკური პარტია „ახალი“-ს წევრი იყო. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ელენესთან გამოსამშვიდობებელ ემოციურ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„დღეს ჩვენი პატარა ელენე გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე. გარდაცვლილიც კი იღიმებოდა თავისი განსაკუთრებულად კეთილი და თბილი გამომეტყველებით. ასე დაგვემშვიდობა. წავიდა და დაგვიტოვა დიდი ტკივილი და გულისწყვტა.

ჩემო კეთილო და უსაყვარლესო გოგო, ერთად გავიმარჯვებთ! ჩვენ აქ ვიზეიმებთ და შენ იქ, კეთილთა სასუფეველში! გვიყვარხარ და არასდროს არ დაგვავიწყდები ❤ RIP“ – წერს ნიკა გვარამია

 

მსგავსი თემები