კანადელმა მამაკაცმა 38 ძაღლი ერთდროულად გაასეირნა და რეკორდი მოხსნა

კანადელმა მიტჩელ რუდიმ 38 ძაღლი ერთდროულად, 2 კმ-მდე მანძილზე ფეხით გაასეირნა და გინესის რეკორდი მოხსნა. რეკორდსმენის თქმით, მისი მიზანი ძაღლების აყვანის ხელშეწყობა იყო.

“ჩვენ გვინდოდა გაგვეკეთებინა ისეთი რამ, რითაც ეს ძაღლები ჩემპიონები გახდებოდნენ” – განაცხადა მან.

მსგავსი თემები