“ჰეზბოლამ” დრონის გამოყენებით ისრაელის პრემიერის სახლზე მიიტანა იერიში

„ჰეზბოლამ“ დრონის გამოყენებით ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლზე იერიში მიიტანა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. მათივე ცნობით, ლიბანიდან გაშვებული დრონის სამიზნე კესარიაში მდებარე პრემიერ-მინისტრის კერძო სახლი იყო. შემთხვევის დროს ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მეუღლე სახლში არ იმყოფებოდნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დრონი, რომელიც პრემიერ-მინისტრის სახლს მოხვდა ლიბანიდან გაშვებული სამი დრონიდან ერთ-ერთი იყო, დანარჩენი ორი კი საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

შემთხვევის შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ „მას ვერაფერი შეაჩერებს და ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს“.

 

მსგავსი თემები