“მოსკოვმა საქართველოში წვრილი ხაზის გავლება მოახერხა”- ჰელსინკის კომისია

“საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენიტეტის დარღვევით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო შენაერთების შენარჩუნებასა და მმართველი „ქართული ოცნების“ რეჟიმის კეთილგანწყობის მოპოვების უზრუნველყოფას შორის, მოსკოვმა საქართველოში წვრილი ხაზის გავლება მოახერხა” – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის ახალ ანგარიშში „მზადება რუსეთის გრძელვადიანი საფრთხისთვის“ არის ნათქვამი.

„სამივე ქვეყნის – სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს უნიკალური შესაძლებლობებისა და გამოწვევების აღიარებით, აშშ-ს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მომავლის ფორმირებაში, რომელიც შეესაბამება როგორც ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს, ასევე სამხრეთ კავკასიის ხალხების მისწრაფებებს“- აღნიშნულია ანგარიშში.

ჰელსინკის კომისია წერს, რომ „უკრაინის გადამწყვეტი გამარჯვება კიდევ უფრო შეასუსტებს რუსეთის უნარს, რეგიონში ძალების გადანაწილება შეძლოს, შეამცირებს მის უნარს რეგიონული პოლიტიკის მანიპულირება მოახდინოს და სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში თავისი პოზიციები შეინარჩუნოს“.

 

მსგავსი თემები