“ავლაბარში ავარიული სახლის კედელი ჩამოინგრა”- ოჯახი დახმარებას ითხოვს

ავლაბარში ავარიული სახლის კედელი ჩამოინგრა. შემთხვევა წუხელ მოხდა. ე.წ იტალიურ ეზოში მდებარე ბინაში დედა-შვილი ცხოვრობდა, შენობის ერთი ოთახი შედეგად საცხოვრებლად უვარგისია. დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

“კედელი შუაზე იყო გახეთქილი და ასე ვცხოვრობდით, გუშინ ჩამოინგრა. გამგეობაში დავრეკეთ და ვუთხარით, მოვლენო და არავინ არ მოსულა” – აცხადებს დაზარალებული მოსახლე.

მსგავსი თემები