“უკრაინაში ომი არასდროს უნდა მომხდარიყო, გაცილებით მეტი ადამიანია დაღუპული, ვიდრე ცხადდება”- ტრამპი

რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს მოაგვარებს.

„მე შევხვდი ზელენსკის ამას წინათ. მაქვს კარგი ურთიერთობა როგორც პუტინთან, ასევე ზელენსკისთან“- განაცხადა ტრამპმა.

რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო და მისი მასშტაბები გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ოფიციალურად ცხადდება.

„მილიონობით ადამიანია დაღუპული, გაცილებით მეტი, ვიდრე თქვენ კითხულობთ“- აღნიშნა მან.

მსგავსი თემები