“აშშ-მა საქართველოში სტრატეგია უნდა განახორციელოს, რომელიც მთავრობაზე ზეწოლას მოიცავს”- ჰელსინკის კომისია

ჰელსინკის კომისია წერს, რომ „აშშ-მა ორმხრივი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რომელიც როგორც საქართველოს მთავრობისთვის დემოკრატიული უკუსვლის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს, ასევე, დასავლურ ინსტიტუტებთან უფრო ღრმა ინტეგრაციის მექანიზმების უზრუნველყოფას, დემოკრატიული მმართველობის დაბრუნების პირობით“.

„აშშ-მა საქართველოში სტრატეგია უნდა განახორციელოს, რომელიც დემოკრატიული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის დროს მთავრობაზე პირობით ზეწოლას მოიცავს. ამ მიდგომამ ნათლად უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა დამოკიდებულია დემოკრატიულ რეფორმებსა და მკაფიო პროდასავლურ პოზიციაზე, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნებსა და ქვეყნის გაუარესებული დემოკრატიის დაცვას შეესაბამება. ამავდროულად, აშშ-მა ქართველ ხალხთან ურთიერთობების გაძლიერების მიზნით უნდა იმუშაოს, მათი დემოკრატიული და ევროპული მომავლის მისწრაფებების მიმართ ერთგულების ჩვენებით. ასეთ სტრატეგიას შეუძლია საქართველოს მთავრობასა და მის მოსახლეობას შორის არსებული განსხვავებების გადალახვას ხელი შეუწყოს, რაც უფრო სტაბილური და კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარებას დაეხმარება“- აღნიშნულია ანგარიშში.

კომისია აცხადებს, რომ „საკანონმდებლო მოქმედებები, როგორიც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ ინიცირებული „MEGOBARI აქტია“, რომელიც დემოკრატიული რეფორმების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას აკავშირებს, შესაძლოა, საქართველოს მიმართ აშშ-ის მომავალი პოლიტიკის მოდელი გახდეს“.

„საქართველოში პოლიტიკური ცვლილება აშშ-ის პოლიტიკას სერიოზულ გამოწვევას უქმნის”- ჰელსინკის კომისია

მსგავსი თემები