“საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია”- ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის ახალ ანგარიშში „მზადება რუსეთის გრძელვადიანი საფრთხისთვის“ არის ნათქვამი.
„საქართველოში პოლიტიკური ცვლილება აშშ-ის პოლიტიკას სერიოზულ გამოწვევას უქმნის. საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია. თუმცა, საქართველოს მოსახლეობაში არსებული ძლიერი პროდასავლური განწყობები იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-საქართველოს პარტნიორობის განახლების პოტენციალი ჯერ კიდევ არსებობს“- ნათქვამია ანგარიშში.